logo
ENG



ნეიტრალური შვეიცარია პუტინის გარემოცვის აქტივებს გაყინავს და EU-ის ახალ სანქციებს უერთდება

04 მარ 202219:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/04/pdin2hcnglnvyty.jpg

ევროკავშირის ახალ სანქციებს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გარემოცვას ეხება, ნეიტრალური შვეიცარიაც შეუერთდა და ამ პირების აქტივებს გაყინვას. 

ახლად მიღებული ზომები ეხება გარკვეულ საქონელსა და ფინანსურ მომსახურებას.

როგორც შვეიცარიის მთავრობაში აცხადებენ, ამ სანქციების განხორციელება თავსებადია ქვეყნის ნეიტრალიტეტთან.

„ამჟამად აკრძალულია ყველა ორმაგი დანიშნულების ნივთის ექსპორტი რუსეთში, განურჩევლად მათი საბოლოო გამოყენებისა თუ საბოლოო მომხმარებლისა. გარდა ამისა, შეზღუდვა შეეხება იმ საქონლის ექსპორტს, რომელიც ხელს შეუწყობს რუსეთის სამხედრო და ტექნოლოგიურ განვითარებას ან თავდაცვისა და უსაფრთხოების განვითარებას“, - განაცხადა მთავრობამ.

მთავრობის თქმით, "ასევე აკრძალულია ტექნიკური დახმარების გაწევა, საბროკერო მომსახურება ან დაფინანსება".

"რუსეთში ნავთობის სექტორში გარკვეული საქონლისა და მომსახურების ექსპორტი აღარ არის ნებადართული. ასევე, აკრძალულია გარკვეული საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტი, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ავიაციასა და კოსმოსურ ინდუსტრიაში", - განაცხადა მთავრობამ.
ასევე აღარ არის ნებადართული ტრანზაქციები რუსეთის ცენტრალურ ბანკთან.


close დახურვა