logo
ENG



ნიგერიაში გატაცებული 9 ქართველი მეზღვაური საქართველოში დაბრუნდა

08 ივნ 202008:20
3 წუთის საკითხავი
 

ნიგერიაში გატაცებული 9 ქართველი მეზღვაური საქართველოში დაბრუნდა.  ისინი სპეციალური ავიარეისით თბილისი-ლაგოსი-თბილისი ჩამოფრინდნენ.

მეზღვაურების გამოხსნის პროცესში და ნიგერიის სახელმწიფო სტრუქტურებთან მოლაპარაკებებში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც მონაწილეობდა.

ნიგერიაში, გვინეის ყურეში, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან მეკობრეებმა 10 მეზღვაური 30 აპრილს გაიტაცეს. გატაცებულთაგან 9 საქართველოს მოქალაქე იყო.


close დახურვა