ნიდერლანდები უკრაინას 274 მილიონი ევროს დახმარების პაკეტს გამოუყოფს.
როგორც ნიდერლანდების საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის მინისტრმა ლიშე შრეინმახერმა განაცხადა, წელს უკრაინის დახმარების ჯამური მოცულობა 2 მილიარდ ევროს გადააჭარბებს.
"ეს 274 მილიონი ევროს დახმარება მოდის 2,5 მილიარდი ევროდან, რომელიც რეზერვირებულია ჩვენი მთავრობის მიერ 2023 წელს უკრაინის მხარდასაჭერად", - ამბობს მინისტრი.
ამ თანხიდან 180 მილიონი ევრო მოხმარდება ჰუმანიტარულ დახმარებას, ჯანდაცვას, ენერგომომარაგებას, საცხოვრებლისა და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და სასოფლო-სამეურნეო მიწიების ნაღმებისგან გაწმენდას. კიდევ 94 მილიონი ევრო დაიხარჯება არალეტალურ დახმარებაზე, უკრაინასა და ნატოს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე, უკრაინული კულტურის დაცვასა და შენარჩუნებაზე.
გარდა ამისა, შრეინმახერმა დანიშნა ყოფილი დიპლომატი რონ ვან დარტელი სპეციალურ წარმომადგენლად, რათა უფრო აქტიურად ჩართოს ნიდერლანდების ბიზნეს საზოგადოება უკრაინის აღდგენაში. მან უნდა დაამყაროს კონტაქტები ნიდერლანდურ კომპანიებსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის, დაადგინოს უკრაინის სპეციფიკური საჭიროებები და მოძებნოს სფეროები, სადაც ნიდერლანდების გამოცდილება და ცოდნა შეიძლება სასარგებლო იყოს.