logo
ENG



ნიდერლანდები უკრაინას ინფრასტრუქტურის აღსადგენად 209,5 მილიონ ევროს გადასცემს

24 სექ 202415:56
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/24/33lj8wkt73hompg.jpg

ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით, ნიდერლანდები უკრაინას 209,5 მილიონ ევროს გამოუყოფს. ინფორმაციას ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი კასპარ ველდკამპი X-ზე ავრცელებს. 

ველდკამპის განცხადებით, ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის გარდა, პაკეტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საშუალებით (EBRD), ჰუმანიტარულ დახმარებასაც გულისხმობს. 

ასევე, ნიდერლანდები უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდისთვის 45 მილიონ ევროს გასცემს და საჭირო აღჭურვილობასაც მიაწოდებს. 

„სანამ ჩვენ ნიუ-იორკში ვიკრიბებით, უკრაინელები ემზადებიან ერთ-ერთი ყველაზე მოუდრეკელი ზამთრისთვის. უკრაინამ რომ გაუძლოს, მას ენერგია სჭირდება" , - წერს ველდკამპი.


close დახურვა