logo
ENG



ნიდერლანდები უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

02 მარ 202400:43
3 წუთის საკითხავი
clock 509
2024/03/02/6rwi6rh1sds190x.jpg

ნიდერლანდები უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა, მარკ რუტემ ხარკივში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.

ნიდერლანდების პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ F-16 საბრძოლო თვითმფრინავები კიევს მალე მიეწოდება.

ამასთან, დღეს ნიდერლანდებმა და უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

მანამდე, უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება იტალიასთან, კანადასთან, დანიასთან, ბრიტანეთთან, გერმანიასთან და საფრანგეთთან გააფორმა.


close დახურვა