ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
უწყება წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებების წარმომადგენლების ანტიევროპული განცხადებები ორი ქვეყნის "პარტნიორობის სულისკვეთებას" არ ასახავს და ასევე მოუწოდებს, რომ არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც სახელმწიფოს ევროპულ მისწრაფებებს ზიანს მიაყენებს.
"ნიდერლანდები საქართველოს დემოკრატიული განვითარების დიდი ხნის მხარდამჭერია. ქართველი ოფიციალური პირების ანტიდასავლური განცხადებები არ ასახავს ჩვენი პარტნიორობის სულისკვეთებას. ჩვენ ხელისუფლებას მოვუწოდებთ თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯების გადადგმისაგან, რომლებიც ევროკავშირში საზოგადოებისგან ფართოდ მხარდაჭერილ ინტეგრაციის პროცესს ხელს შეუშლის და უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება", - წერია უწყების განცხადებაში.