logo
ENG



ნიდერლანდების ელჩი სამხარაძეს: უკუსვლის გამო EU-ში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია

31 ოქტ 202417:37
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/31/8egvyifnxxivxbc.jpg

ნიდერლანდების ელჩი საქართველოში, მელინე არაკელიანი სოციალურ ქსელ X-ზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ტვიტს გამოეხმაურა. არაკელიანმა სამხარაძის ტვიტი გააზიარა და დაწერა, რომ უკუსვლის გამო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია.

ნიკოლოზ სამხარაძე თავის ტვიტში წერს:

"ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში 35 პუნქტიდან 25-ში უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში საქართველოს მიერ სხვადასხვა დონის პროგრესზეა საუბარი. ასე რომ, მრავალი ბრალდებისა და სპეკულაციის მიუხედავად საქართველო ევროპულ გზაზე პროგრესს განიცდის და ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით კვლავ უსწრებს ბოსნია და ჰერცეგოვინას, უკრაინასა და მოლდოვას".

არაკელიანმა ქართველი დეპუტატის პოსტი გააზიარა და დაწერა, რომ ეს ასე არაა:

"არა, ბატონო ნიკოლოზ სამხარაძე, ეს ასე არაა. საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესს არ განიცდის მანამ, სანამ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში უკუსვლაა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამის გამოა შეჩერებული".


close დახურვა