logo
ENG



ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა მთავრობის გადადგომის შესახებ განაცხადა

08 ივლ 202301:58
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/08/e9xb7im98udx3ox.jpg

ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა მარ რუტემ მთავრობის გადადგომის შესახებ განაცხადა. ოთხი პარტიისგან შემდგარ კოალიციაში საიმიგრაციო პოლიტიკაზე ვერ შეთანხმდნენ.

სავარაუდოდ, ვადამდელი არჩევნები ნოემბერში ჩატარდება. ამ დრომდე კი რუტე და მინისტრთან კაბინეტი მოვალეობის შესრულებას განაგრძობენ.

მარკ რუტემ საგანგებო სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მთავრობა იშლება, ხოლო გადადგომის შესახებ მეფეს შაბათს მიმართავს.

კონსერვატიული პარტია VVD, რომლის ლიდერიც რუტე არის, ცდილობდა თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადი შეემცირებინა.

ნიდერლანდებში თავშესაფრების მაძიებელთა რაოდენობამ მკვეთრად იმატა. გასულ წელს თავშესაფარი 47-მა ათასმა ადამიანმა ითხოვა, წელს კი ამ რიცხვის 70 ათასამდე ზრდას ელოდებიან.

რუტეს სურდა, რომ ქვეყანაში ომისგან ლტოლვილების ნათესავების შემოსვლა შემცირებულიყო. თუმცა მის კოალიციაში შემავალი პარტიები - სოციალ-დემოკრატიული D66 და ქრისტიანული კავშირი - ამის კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ.

"გადაწყვეტილება ჩვენთვის ძალიან რთული იყო", - განაცხადა რუტემ და დაამატა, რომ კოალიციის პარტნიორების შეხედულებები ერთმანეთთან შეუთავსებელი იყო.

56 წლის რუტე ნიდერლანდების პრემიერმინისტრის პოსტს 2010 წლიდან იკავებს. ამჟამინდელი მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაში 2022 წელს მოვიდა, მისი მეოთხე კოალიციაა.


close დახურვა