logo
ENG



ნიდერლანდებს სურს, ევროკავშირმა საქართველოს უვიზო რეჟიმი შეუჩეროს

05 დეკ 202417:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/05/cc39curzp2n9bvz.jpg

ნიდერლანდები ევროკავშირს მიმართავს, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შეაჩეროს. ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პროევროპულ აქციებზე 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და ათობით ადამიანი სასტიკად სცემეს.

საგარეო საქმეთა მინისტრ კასპარ ველდკამპის თქმით, ევროკავშირს ის ოფიციალური თხოვნით მიმართავს, "რათა საქართველოს მთავრობისთვის ნათელი გახდეს, რომ მათ მიერ არჩეულ გზას თავისი ფასი აქვს".

ველდკამპი ამის შესახებ ჟურნალისტებს მალტაში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მინისტრების შეხვედრის წინ ესაუბრა. მისივე თქმით, ის ეუთოს მიმართავს, რათა საქართველოს ხელისუფლებისა და მათი ქმედებების მიმართ გამოძიება ჩაატაროს.


close დახურვა