კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ნიდერლანდებში. ასაფეთქებელი ნივთიერება საფოსტო გზავნილით ამჯერად ამსტერდამში, „აი ენ ჯი“ ბანკის ოფისში მიიღეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ბოლო ორი დღის განმავლობაში ეს უკვე მესამე აფეთქებაა, რომელიც საფოსტო გზავნილით მიღებული მოწყობილობითაა გამოწვეული.
აფეთქებების სერიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ნიდერლანდელ სამართალდამცველებს ეჭვმიტანილები ამ დრომდე არ ჰყავთ.