logo
ENG



ნიკა მელია დარბევაზე: გავრილოვის ღამე ამ ქვეყანაში არ დასრულებულა

08 ნოე 202022:07
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მისული მოქალაქეები დარბევას ეხმაურება და ამბობს, რომ ბრძოლა გაგრძელდება. 

მელიამ ფორმულას ეთერში მიმდინარე მოვლენები ე.წ. გავრილოვის ღამეს შეადარა. მისივე თქმით, მოსახლეობა ხელისუფლების ცვლილებას ითხოვს. 

"ეს არის პასუხი იმაზე, რომ ხალხი ითხოვს პატიოსან არჩევნებს, სამართლიან ადმინისტრაციას ცესკოსი, რომ ქართველი ხალხის უზენაესი ნება აღსრულდეს. მთელი ქვეყანა ვთანხმდებით, რომ არჩევნები არ ჩატარებულა. ბრძოლა იქნება ბოლომდე. გავრილოვის ღამე ამ ქვეყანაში არ დასრულებულა, ის გრძელდება. ისევ კობახიძე, ისევ გახარია, ისევ ივანიშვილი მათი კოლექტიური სახელი - გავრილოვი. ეს არის 20 ივნისის ბრძოლა. ხალხს აქვს უფლება რომ ხელისუფლება შეცვალოს, ცვლის მაგრამ საბოლოო ჯამში სხვა რამეს წერენ. ამას არავინ შევურიგდებით", - განაცხადა ნიკა მელიამ. 

ცნობისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მისულ საპროტესტო აქციის მონაწილეებს სპეცდანიშნულების რაზმი არბევს. მანამდე ათეულობით აქტივისტი ცესკოს შენობასთან პროტესტს გამოხატავდა. 

 


close დახურვა