logo
ENG



ნიკა მელიას საქმე განსახილველად სასამართლოს გადაეცა, მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

23 მარ 202611:33
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/23/lxaxef911f4107w.jpg

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერის ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. სხდომას არ ესწრებოდა თავად მელია.

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობას, კერძოდ კი, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლისთვის, თორნიკე ქოჩქიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.

ნიკა მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



close დახურვა