logo
ENG



ნიკა ქავთარაძე: ჩვენ ვართ იმ მოქალაქეების ქვეყანა, რომელსაც რცხვენია

18 ნოე 201915:26
3 წუთის საკითხავი
 
hk30tf569if7w52.png

სამოქალაქო აქტივისტის, ნიკა ქავთარაძის თქმით, ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, ჩაახშოს ხალხის ხმა მაშინ, როცა მოსახლეობა ითხოვს დემოკრატიული პროცესების წარმართვას.  

„ჩვენ ვართ იმ მოქალაქეების ქვეყანა, რომელსაც რცხვენია, როცა ხელისუფლება ასე იქცევა და ასე ექცევა საკუთარ ხალხს. ამის დემონსტრირებისთვის ვარ მე აქ - რომ არ ეგონოს მთელ სამყაროს, რომ ფეხებზე გვკიდია, რომ ასეთი ხელისუფლება გვყავს,“ - ამბობს ნიკა ქავთარაძე.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მეოთხე დღეა, მოსახლეობა აპროტესტებს საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩავარდა.


close დახურვა