სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ფაშინიანმა ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.
როგორც სომხეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კორონავირუსი მისი ოჯახის წევრებსაც დაუდასტურდათ.
აღსანიშნავია, რომ მანამდე კორონავირუსი სხვა მსოფლიო ლიდერებსაც დაუდგინათ, მათ შორის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს.
შეგახსენებთ, რომ სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 9 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო 100-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.