logo
ENG



ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლოში სხდომაზე მივიდა

05 ოქტ 202214:52
3 წუთის საკითხავი
 
გიორგი კვიჟინაძე / ფორმულა

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელსაც ყოფილი ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომაზე მივიდა. აქამდე ის პროცესს დისტანციურად ესწრებოდა. 

სავარაუდოდ, ჩოგბურთელი გამოიკითხება. დღევანდელ პროცესს დაესწრება სპორტსმენის ყოფილი ცოლი, მოდელი ნეკა დოროყაშვილი. 

ბასილაშვილმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.  

"როგორც კი დამთავრდება ყველა პროცესი, შემდეგ გავაკეთებ კომენტარს", - თქვა მან. 

მოდელი ნეკა დოროყაშვილი თავის ყოფილ ქმარს, საქართველოს პირველ ჩოგანს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს. სასამართლომ სპორტსმენს 100 ათას ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. 

ადვოკატის განმარტებით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილზე გენდერული ნიშნით ფიზიკურად არაერთხელ იძალადა

ამასთანავე, დაცვის მხარის ცნობით, ბასილაშვილი წლების განმავლობაში გენდერული ნიშნით სისტემატურად - ფსიქოლოგიურად და ეკონომიკურად ძალადობდა ცოლზე, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. 


close დახურვა