logo
ENG



ნინო დანელია: იმისათვის, რომ რაღაც გაურკვეველი ბიუროს სხდომა ჩაატარონ, ხალხი დაარბიეს

18 ნოე 201919:00
3 წუთის საკითხავი
 
gp1ro4jnfe9vkqb.jpg

მედიამკვლევარი ნინო დანელია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება.

მისი განცხადებით, დღეს სამარცხვინო რამე მოხდა და იმისთვის, რომ ქართული ოცნების წევრებს რაღაც გაურკვეველი ბიუროს სხდომა ჩაეტარებინათ აქციის მონაწილეები დააკავეს.

„სამარცხვინო რამე მოხდა დღეს. იმისათვის, რომ ჩაატაროს რაღაცა გაურკვეველი ბიუროს სხდომა სადაც ცდილობენ, რომ გაანაწილონ ბიუჯეტი და მომავალი არჩევნებისთვის მოისყიდონ კიდევ ერთხელ არამხოლოდ პოლიცია, არამედ, საქართველოს მოქალაქეები. ჩვენი მეგობარი, ჩვენი აქციის ერთ-ერთი ორგანიზაციის ორგანიზატორი ანა ჭარხალაშვილი დააკავეს აქციაზე,“ - აცხადებს ნინო დანელია.


close დახურვა