logo
ENG



ნინო დოლიძე რუსულ კანონზე: ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს, არ ვაპირებთ რეგისტრაციას

02 სექ 202412:58
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/02/gik7pqu7be28pw9.jpeg

ჩვენმა ორგანიზაციამ ძალიან დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ რუსული კანონის შესაბამისად და მიხედვით რეგისტრაციას, იმიტომ, რომ ეს კანონი არის ღირსების შემლახავი, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციას და ასევე, რაც მთავარია, ეს კანონი გამოიწვევს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და ზოგადად და დემოკრატიული განვითარების შეჩერებას. ამიტომ, ცხადია, ისეთი კანონის შესაბამისად არ დავრეგისტრირდებით, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესის წინააღმდეგ.

 

 

close დახურვა