logo
ENG



ნოდარ რუხაძე: ბიძინა ივანიშვილი არის ფასადი და მის უკან იმალება კრემლი

26 ნოე 201920:15
3 წუთის საკითხავი
 
4e6zg8dlanshyi1.png

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ძალის დემონსტრირება და ათ დღეში ორჯერ დარბეული მშვიდობიანი აქცია. ქართულმა ოცნებამ ანტისამთავრობო პროტესტს ისევ სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლი დაუპირისპირა. დარბევა გამთენიისას დაიწყო იმ მიზნით, რომ ქართული ოცნების დეპუტატებისთვის, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოსახლეობა კიდევ ერთხელ მოატყუა, გზა საკანონმდებლო ორგანომდე ადამიანების დაშლით გაეთავისუფლებინა. სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები პროტესტის შეწყვეტას დარბევის შემდეგაც არ წყვეტენ. რუსთაველზე პარლამენტის შენობის წინ ისევ აქციაა.

აქცია პარლამენტის წინ განახლდა და დაიწყო გამოსვლები. კონკრეტულ გეგმებთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები განცხადებებს მას შემდეგ გააკეთებენ რაც 28 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ლეიბორისტული პარტიის ოფისიდან გამოვლენ, სადაც შეხვედრა მიმდინარეობს. ამის შემდეგ უკვე ცნობილი გახდება იმ გეგმის შესახებ რა გეგმაც აქვს ოპოზიციას.

დაგეგმილია გრძელვადიანი პროტესტი და სხვადსხვა აქტივობები. ისინი აპირებენ, რომ მივიდნენ იქ სადაც იქნებიან ხელისუფლების მაღალჩინოსნები და იქ გააგონონ საკუთარი ხმა.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი არასდროს არ მიმართავენ ძალადობრივ ქმედებებს და პროტესტს ექნება მშვიდობიანი ფორმა.

„ერთ დღეში რუსეთი არ მოუშორებია არავის. ძალიან კარგად ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ფასადი და მის უკან იმალება კრემლი. კრემლს ერთ დღეში ვერ მოვიშორებთ ხალხნო. ეს არის გრძელვადიანი, სტრატეგიული, რთული და პრინციპული ბრძოლა, რომელშიც ერთად ვდგავართ ყველანი“, - განაცხადა აქციის „ყველა ერთის წინააღმდეგ“ ორგანიზატორმა ნოდარ რუხაძემ.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებს პარლამენტის ყველა შესასვლელი ბლოკირებული აქვთ.


close დახურვა