logo
ENG



ნოდარ რუხაძე 1 500 ლარით დააჯარიმეს, გიორგი მჟავანაძეს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

11 ნოე 202023:09
3 წუთის საკითხავი
clock 1528
2020/11/11/nan39glvs6saidx.jpg

მოსამაართლე თამარ მეშველიანმა სირცხვილიას ორ აქტივისტის ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის განაჩენი გამოაცხადა. მჟავანაძეს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. ნოდარ რუხაძე კი 1 500 ლარით დაჯარიმდა. 

გიორგი მჟავანაძე და ნოდარ რუხაძე სამართალდამცველებმა 9 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის პარალელურად დააკავესაქციის მონაწილეებს შეშა გასათბობად სჭირდებოდათ, თუმცა, პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

მჟავანაძის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

ისინი დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.


close დახურვა