6 ივნისს გვიან ღამით, ნუცუბიძეზე მომხდარ აფეთქებას იმ ადგილზე მცხოვრები მოსახლეობა იხსენებს. მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი, რომელიც აფეთქებული გაზგასამართთან მდებარე კორპუსში ცხოვრობს აცხადებს, რომ აფეთქება საკმაოდ ძლიერი იყო. მისივე ინფორმაციით, მეზობლებს უკვე დაწყებული ჰქონდათ ხელმოწერების შეროვება, ისინი მერიას სთხოვდნენ, რომ გაზგასამართი სადგური სხვა ტერიტორიაზე გადაეტანათ.
„ვიყავი ვერანდისკენ გასული და გავიგე არარეალური ხმა, კიდევ იყო ბიძგები როგორიც მიწისძვრის დროს არის იმაზე უარესი. შემოანგრია კარები, როდესაც გამოვვარდი სადარბაზოში დაცვის წევრი ამოდიოდა და ვერ დავინახეთ ერთმანეთი ფაქტობრივად, დიდი ბურუსი იყო კვამლის. ერთადერთმა რაღაცამ გადაგვარჩინა, ეჭვი მაქვს, რომ რეზერვუარი არ იყო სრულად სავსე და კიდევ იმან, რომ ეს კორპუსები არის ახალი და დაახლოებით 10-15% არის შესახლებუი მოსახლეობის. ესეთი რაღაც კიდევ რომ განმეორდეს, აქ უფრო დღითიდღე მატულობს მოსახლეობის შემოსვლა, მგონია რომ დიდი მსხვერპლით დამთავრდება ეს ყველაფერი. მინდა ვთხოვო ჩვენს მერიას რომ რამენაირად სხვა ადგილით დააკმაყოფილონ, ცოტა დასახლებული პუნქტიდან მოშორებით“,-განაცხადა ნოდიკო ტატიშვილმა.
ნუცუბიძის პლატოზე მდებარე ეკო გაზის ტერიტორია ამ დრომდე ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვული. ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, რათა აფეთქების გამომწვევი მიზეზები დაადგინონ.
„ფორმულა“ დაუკავშირდა მერიის არქიტექტორის სამსახურს, იმის გასარკვევად, თუ ვინ გასცა ნებართვა, რომ გაზგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენებულიყო საცხოვრებელი კორპუსები და იყო თუ არა ეს უსფრთხო. ამ თემაზე მერიასში განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე გაზგასამართი სადგური აფეთქდა, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.