კორონავირუსის ახალმა ვაქცინამ, რომელიც ამერიკულმა კომპანია ნოვოვაქსმა შექმნა, 89,3%-იანი ეფექტიანობა აჩვენა დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ ფართომასშტაბიან კვლევებში. ნოვავაქსი პირველი ვაქცინაა, რომელმაც ეფექტიანობა აჩვენა კორონავირუსის ახალი ვარიანტის მიმართაც.
ნოვავასი კვლევის მე-3 ფაზაზეა და ცდებში 18-დან 84 წლამდე 15 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მოხალისეთა 27% 65 წელს ზემოთ არის.
ამ დროისთვის, დიდმა ბრიტანეთმა კორონავირუსის სამი ვაქცინა დაამტკიცა გადაუდებელი გამოყენებისთვის, მათ შორის, ოქსფორდის, ასტრაზენეკას, ფაიზერ/ბიონტეკისა და მოდერნას ვაქცინებია.