logo
ENG



ნოვოფედორივკაში მომხდარი აფეთქებების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

09 აგვ 202219:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/09/qgt4s7yspsktezi.jpg
© Mulch/ТАСС

ყირიმის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის, კონსტანტინე სკორუფსკის განცხადებით ნოვოფედორივკაში მომხდარი აფეთქებების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია. 

"საკის რაიონულ საავადმყოფოში ხუთი დაშავებული გადაიყვანეს, მათ შორის ერთი ბავშვია. ოთხმა მინის ნამსხვრევებით გამოწვეული ჭრილობების პირველადი დამუშავების შემდეგ დატოვა საავადმყოფო. ყველას მსუბუქი ჭრილობები აქვს."  - თქვა სკორუფსკიმ.

ოკუპირებული ყირიმის ე.წ ხელმძღვანელის, სერგეი აქსეონოვის ინფორმაციით კი აფეთქებებს 1 ადამიანი ემსხვერპლა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, აეროდრომზე საავიაციო ტექნიკა არ დაზიანებულა.

ასევე რუსული მხარე ამბობს, რომ აეროდრომის ტერიტორიაზე, შეფუთულ შესანახ ობიექტზე, რამდენიმე საავიაციო საბრძოლო მასალის დეტონაცია მოხდა.

"ადგილიდან მიღებული ინფორმაციით, აეროდრომზე საბრძოლო მასალის შეფუთულ სათავსოზე ცეცხლის ზემოქმედება არ მომხდარა."- წერია რუსეთის თავდაცვის განცხადებაში.

 


close დახურვა