logo
ENG



ნორვეგია უკრაინას ფინანსური დახმარების სახით 378 მილიონ ევროს გამოუყოფს

04 მაი 202308:50
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/04/lbzn0webc52zsql.png

ნორვეგია უკრაინას ფინანსური დახმარების სახით 378 მილიონ ევროს გამოუყოფს. შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრემიერმინისტრმა იონას გარ სტერემ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს გააკეთა.

მისი თქმით, 378 მილიონიდან 235 მილიონი ევრო ჰუმანიტარულ დახმარებას, ხოლო 143 მილიონი ბიუჯეტის მართვას მოხმარდება.

ცნობილია, რომ ეს თანხები მოხმარდება უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და რემონტს.

ასევე, თანხები მოხმარდება ელექტრომომარაგებას, სკოლებისა და საავადმყოფოების ფუნქციონირებას.


close დახურვა