ამ წუთებში პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა. სამართალდამცველები ცდილობენ, რომ აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანონ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი პოლიციელებს მოუწოდებს, რომ უკანონო ბრძანებები არ შეასრულონ და მისცენ ადამიანებს პროტესტის გამოხატვის საშუალება. სამართალდამცველები კი მინაშვილს მოუწოდებენ, რომ მოძრაობა არ შეაფერხოს.