logo
ENG



ნუ გამწირავ შიმშილისთვის - სტუდენტები სახელმწიფოს მიმართავენ

12 მაი 202020:25
3 წუთის საკითხავი
 

„ნუ გამწირავ შიმშილისთვის“ - პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო სტუდენტებმა პეტიცია შექმნეს, სადაც სწავლის საფასურის შემცირებას, ან გადავადებას ითხოვენ, ხელმომწერთა რიცხვი უკვე 5000-ს აღწევს. 

მიმართვა მოთხოვნების ჩამონათვალით მათ  რამდენიმე სამინისტროში გაააგზავნეს, პასუხი მხოლოდ განათლების სამინისტროსგან მიიღეს, თუმცა, მათი თქმით, არაადეკვატური. 

სტუდენტებთან ერთად მიმდინარე წლის სწავლის საფასურის გაუქმებაზე მთავრობას ოპოზიციაც მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სტატუსშეჩერებული სტუდენტების რიცხვის ზრდა გარდაუვალი იქნება. განათლების სამინისტროში თემაზე კომენტარს არ აკეთებენ და ამბობენ, რომ ეს საკითხი უნივერსიტეტების ავტონომიური გადაწყვეტილებაა.

 


close დახურვა