უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოდესასა და მიკოლაევში აფეთქებების ხმა ისმის.
თვითმხილველები ამბობენ, რომ ოდესაში ერთი მძლავრი აფეთქება მოხდა, ხოლო მიკოლაევში რამდენიმე.
ქალაქებში საჰაერო განგაში ამოქმედდა. წინასწარი მონაცემებით, ოკუპანტებმა ოდესის ინფრასტრუქტურულ ობიექტს რაკეტა ესროლეს.
ოდესაში რამდენიმე აფეთქებას ქალაქის მერია ადასტურებს. ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულებსა და დაჭრილებზე, თუმცა მათი რიცხვი არ სახელდება.