logo
ENG



ოდესაში აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათგან 5 პოლიციელია

02 დეკ 202220:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/02/83s95hs3qwjddxl.jpg

უკრაინული მედიის ცნობით, ოდესაში აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათგან 5 პოლიციელია.

მედიის ინფორმაციით, აფეთქება ოდესის ოლქში, პროხოროვსკაიას ქუჩაზე, შუადღისას მოხდა, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის ავტოსადგომზე.

დაშავებულებიდან ორის მდგომარეობა კრიტიკულია. ოდესის საქალაქო საავადმყოფოს მთავარი ექიმის თქმით, ზოგიერთ დაშავებულს ფეხზე საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა