2 მარტს ოდესაში, საცხოვრებელ სახლზე დრონით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 5 ბავშვია. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და აცხადებს, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა.
"ამ ტერაქტის ყველაზე პატარა მსხვერპლი, ბიჭი ტიმოთი, მხოლოდ 4 თვის იყო. მადლობა ყველას, ვინც ამ დღეებში იმყოფებოდა შემთხვევის ადგილას, იყო მსხვერპლის გვერდით", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს დონეცკის კურახოვში მომხდარ რუსულ თავდასხმაზეც, სადაც მათი ცნობით, დაშავდნენ ბავშვები.
"ამ დროისთვის ცნობილია 16 დაშავებულის შესახებ, მათ შორის 2 ბავშვია - 2006 და 2009 წელს დაბადებულები. დაზიანდა 10-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი", - აღნიშნულია განცხადებაში.
2 მარტს ღამით, რუსულმა საოკუპაციო არმიამ ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. 3 მარტი ოდესის ოლქში გლოვის დღედ გამოცხადდა.