უკრაინის სარკინიგზო ქსელის თავმჯდომარის, ალექსანდრ კამიშინის თქმით, კიდევ ერთი რაკეტა მოხვდა სარკინიგზო და საავტომობილო ხიდს, რომელიც საპორტო ქალაქ ოდესას უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილთან აკავშირებს.
“დღეს, დილის 6:45 საათზე, იმავე ხიდზე დნესტრის შესართავთან, ოდესის რეგიონში სარაკეტო იერიში მეორედ მიიტანეს.
რკინიგზის თანამშრომლები არ დაშავებულან. ინფრასტრუქტურის დაზიანების დადგენა საჰაერო განგაშის შემდეგაა შესაძლებელი,” - განაცხადა უკრაინის სარკინიგზო ქსელის თავმჯდომარემ.
ხიდზე, რომელიც ქალაქ ოდესას უკრაინის სამხრეთ ნაწილთან აკავშირებს, სარაკეტო თავდასხმა გუშინაც მიიტანეს.