logo
ENG



ოთარ კახიძე:საპატრიარქოს იერარქები სერიოზულ უკანონო ქმედებებში არიან გარეული

28 ოქტ 201912:20
3 წუთის საკითხავი
 
4djjwxiqoolk7xl.jpg

მივა თუ არა მეუფე იაკობი პარლამენტში - "ევროპული საქართველო" ბოდბის ეპისკოპოსს საკანონმდებლო ორგანოში იწვევს. გიგი უგულავას თქმით, მეუფე იაკობს შეუძლია პარლამენტში მივიდეს და დეტალურად მოყვეს ყველაფერი, რასაც საჭიროდ ჩათვლის.

"საქართველოს საპატრიარქოს მაღალი იერარქები არიან გარეული სერიოზულ უკანონო ქმედებებში, ამიტომ ამ ფაქტებს სჭირდება სერიოზული შესწავლა, გადამოწმება ამ პროცესის გაუმჭვირვალედ წარმართვა და საზოგადოებისთვის შედეგების გაცნობა. რომელიმე ფაქტს ვერ დავადასტურებთ და ვერ უარვყოფთ, მაგრამ განცხადებების შემაშფოთებელი შინაარსი აუცილებლობას წარმოშობს, რომ ამ ფაქტების სრულფასოვანი გამოძიება ჩატარდეს", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ.

"ქართული ოცნების" წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ევროპული საქართველოს აღნიშნული ინიციატივა პოლიტიკური სპეკულაციაა და ოპონენტები ყოველთვის ცდილობენ მსგავსი თემებით ისარგებლონ.

მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებულ სიღრმეებში შესვლას არ დავიწყებ. ერთადერთი გეტყვით იმას, რომ ცუდი საქციელია, როდესაც პირველივე მსგავს საკითხთან დაკავშირებით, როდესაც ასეთ საკითხზე იწყება  ხოლმე  საუბარი, ჩვენი ოპონენტები ცდილობენ ხოლმე რომ ამასთან დაკავშირებით თმები ასწიონ მაღლა, რაღაც პოლიტიკური სპეკულაციები მოაყოლონ ამას, ამ თემით ისარგებლონ და აქედანაც რაღაც სარგებელი მიიღონ. ეს არ არის სწორი საქციელი, არანაირ პოლიტიკურ მორალში ეს არ ჯდება და ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ თავი შეიკავონ მსგავს საკითხებზე ასეთი დამოკიდებულებისგან", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

 


close დახურვა