თარიღი, ფორმა და ახლა უკვე კანდიდატთა სრული სია ცნობილია. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობა პარტიის ოთხ წევრს სურს, - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი. რეგისტრაციის ვადა ამოიწურა და კამპანია უფრო აქტიურ ფაზაში გადავა. პოლიტსაბჭოზე ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ ორდღიანი არჩევნები ბლოკჩეინის სისტემით შედგება. კამპანიის ცენტრალური საკითხი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას უკავშირდება.
ოთხი კანდიდატი
13 დეკ 202220:02
3 წუთის საკითხავი