logo
ENG



ოთხოზორიას ოჯახმა სტრასბურგის სასამართლოში რუსეთს დავა მოუგო

19 დეკ 202313:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/19/bsekyu0t625y1wn.jpg

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეში რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი (სისხლის უფლება) დაარღვია. სასამართლომ რუსეთს ოთხოზორიას ოჯახისთვის კომპენსაციის სახით 130 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

სტრასბურგის სასამართლოში მომჩივანი გიგა ოთხოზორიას ოჯახი იყო - დედა, ცოლი და ბავშვები. 

საქართველოს იურისტთან ასოციაციაში, რომელიც ამ საქმეს სტრასბურგში აწარმოებდა, აცხადებენ, რომ 

გიგა ოთხოზორიას საქმეს გააჩნია სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იმსჯელა თუ, რამდენად ახორციელებს რუსეთის ფედერაცია ეფექტიან კონტროლს აფხაზეთის ტერიტორიაზე და რამდენად ეკისრება მას პასუხისმგებლობა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებებზე.

საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხურჩა–ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან 2016 წლის 19 მაისს მოკლეს. შემთხვევა სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს, სადაც ჩანს მომენტი, როცა გიგა ოთხოზორიას რამდენიმე გასროლის შემდეგ საკონტროლო გასროლით კლავენ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ აფხაზ ე.წ. მესაზღვრეს, რომელსაც ზუგდიდის სასამართლოს მიერ დაუსწრებლად 12-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, სასჯელი დაუმძიმა და პატიმრობა 14 წლამდე გაუზარდა. საქართველოს ხელისუფლების თხოვნით, ინტერპოლმა რაშიდ კანჯიოღლის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, რომელმაც მანამდე აღნიშნა, რომ კანჯიოღლის შინაპატიმრობა შეუფარდა, 2017 წლის 21 აპრილს მის მიმართ აღძრული საქმე შეწყვიტა.


close დახურვა