ოკუპანტები ლვივს, ხარკივსა და ჩერკასებს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
წინასწარი ცნობებით, ყველა ჩამოთვლილ ქალაქში სულ მცირე ორი აფეთქება მოხდა. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს გარეთ არ გავიდნენ და უსაფრთხო ადგილას დარჩნენ.
მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ რუსებმა მხოლოდ ხარკივს 10-ჯერ ესროლეს. ინფორმაცია დაღუპულებსა და დაშავებულების შესახებ ჯერ არ ვრცელდება.