logo
ENG



ოკუპანტების მიერ ორი კვირის წინ დაკავებული დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი გაათავისუფლეს

03 მაი 202011:56
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპანტების მიერ ორი კვირის წინ დაკავებული დათა ვანიშვილის შვილიშვილი და მისი მეუღლე გათავისუფლებულია. ისინი სოფელ ხურვალეთში მცხოვრებ ბაბუასთან იმყოფებოდნენ, როცა ოკუპანტებმა იმ მოტივით დააკავეს, რომ კორონავირუსი ჰქონდათ.

კარანტინის საბაბით, დაკავებულები ახალგორსა და ცხინვალში ჰყავდათ. დათა ვანიშვილის სახლი ხურვალეთში, მავთულხლართების გავლების შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. 


close დახურვა