logo
ENG



ოკუპანტებმა აზოვსტალის ტერიტორიაზე მდებარე საველე ჰოსპიტალი დაბომბეს - აზოვის ბატალიონი

28 აპრ 202217:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/28/7etfhaq4gmc1bnc.jpg
ფოტო: აზოვის ბატალიონი

რუსმა ოკუპანტებმა დღეს გამთენიას მარიუპოლში, აზოვსტალის ტერიტორიაზე მდებარე საველე ჰოსპიტალი დაბომბეს, არის მსხვერპლი და დაჭრილები.

აზოვის ბატალიონის ინფორმაციით, ოკუპანტები მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმეტომიან ბომბებს ესროდნენ ჰოსპიტალს, სადაც დაჭრილი უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან. ასევე ცეცხლი გაუხსნეს უკვე დაბომბილ შენობას საზღვაო არტილერიით.

ბატალიონში აცხადებენ, რომ შენობის ნაწილი, სადაც საოპერაციო იყო მოწყობილი, ჩამოინგრა. აზოვის ბატალიონი ამბობს, რომ ოკუპანტების ამ ქმედებით დაირღვა ჟენევის კონვენციას, რომლის თანახმადაც, სტაციონარზე იერიშის მიტანა, სადაც იმყოფებიან და მკურნალობენ დაჭრილი სამხედროები, აკრძალულია.


close დახურვა