რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ვოლნიანსკზე იერიში მიიტანეს, რის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. ინფორმაციას ზაპოროჟიეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფედოროვო ავრცელებს.
როგორც ფედოროვმა აღნიშნა, დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მაღაზია და საცხოვრებელი სახლი. მისივე თქმით, დაღუპულებს შორის 2 ბავშვია.
ფედოროვი ამბობს, რომ დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს და მათ ექიმები ეხმარებიან.