logo
ENG



ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ადმინისტრაციის უფროსის 16 წლის შვილი გაიტაცეს

17 აპრ 202220:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/17/0pveovs275fhrdh.png

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რეგიონული ადმინისტრაციის უფროსის ოლეგ ბურიაკოვის შვილი გაიტაცეს. ინფორმაციას თავად ბურიაკოვი ავრცელებს.

როგორც ბურიაკოვმა აღნიშნა, შემთხვევა 8 აპრილს, ვასილკოვში მაშინ მოხდა, როცა საევაკუაციო ავტოკოლონა მელიტოპოლიდან ზაპოროჟიეში მიემართებოდა.

პოლიტიკოსის თქმით, მანქანა, რომელშიც მისი 16 წლის შვილი, ვლადი, იმყოფებოდა გააჩერეს, 3 საათი შემდეგ კი, ავტომობილში მყოფი ყველა ადამიანი გაათავისუფლეს, მოზარდის გარდა.

ბურიაკოვი ამბობს, რომ შვილის ადგილსამყოფელი მისთვის ამ დრომდე უცნობია.


close დახურვა