logo
ENG



ოკუპანტებმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

16 მაი 202308:19
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/16/zhpv83kcbh0tdqt.jpg
Reuters

გასულ ღამეს ოკუპანტებმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - როგორც უკრაინული მედია წერს, რაკეტა ჩამოვარდა ზოოპარკის ტერიტორიაზე, ხოლო ფრაგმენტები სამ სხვადასხვა რაიონში გაიფანტა.

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ტელეგრამ არხზე წერს, რომ რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ასევე, დაზიანდა შენობა, ხოლო ერთ-ერთი ტყე-პარკის ზონაში დრონის ნამსხვრევები ხანძირს გაჩენის გარეშე დაეცა. მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია სამი ადამიანი.

მაისში ეს კიევზე მერვე საჰაერო თავდასხმაა - უკრაინის დედაქალაქში მთელი ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში მოქმედება. კიევის მერი მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდა. უკრაინული მედიის ცნობით, მოგვიანებით, საჰაერო განგაში გამოცხადდა მთელი უკრაინის მასშტაბით, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების გარდა.


close დახურვა