logo
ENG



ოკუპანტებმა კიევის რეგიონზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

15 ოქტ 202210:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/15/lkwsyiqbhknye5g.jpg

15 ოქტომბრის დილას რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევის რეგიონს დაარტყეს. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის ოლქის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლექსი კულება ავრცელებს. 

"სარაკეტო თავდასხმა რეგიონის ერთ-ერთ თემზე. ყველა სამსახური მუშაობს, ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის", - წერს კულება.

ის მოქალაქეებს მოუწოდებს, საჰაერო განგაშის დროს თავშესაფრებიდან არ გამოვიდნენ, ასევე, თავი შეიკავონ ფოტოებისა და ვიდეოების გავრცელებისგან.


close დახურვა