logo
ENG



ოკუპანტებმა ლვივში სამხედრო ობიექტზე იერიში მიიტანეს

13 ოქტ 202221:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/13/frclzdq347ubhv0.png

რუსმა ოკუპანტებმა ლვივში სამხედრო ობიექტზე მორიგი იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ლვივის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ კოზიცკი ავრცელებს.

კოზიცკის თქმით, სულ რუსეთმა ლვივის მიმართულებით 6 რაკეტა გაისროლა.

"დღეს მტერმა 6 რაკეტა გაისროლა ლვივის ოლქის მისამართით. ორმა რაკეტამ მიზანს მიაღწია. 4 რაკეტა უკრაინის საგჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს. მადლობა ყველა ლვიველს რომლებიც იმყოფებოდნენ თავდასხმის დროს უსაფრთხო ადგილას", - ამბობს კოზიცკი.

უკრაინის წარმატებული კონტრშეტევების, ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდის აფეთქების შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქზე იერიში 10 ოქტომბერს, დილით მიიტანეს. კიევის გარდა, უკრაინის სხვა ქალაქებში დილიდან აფეთქებების ხმა ისმოდა. სარაკეტო იერიშები განხორციელდა ქალაქ ლვივზე, ჟიტომირზე, ხმელნიცკზე, დნიპროზე, ვინიცაზე, ტერნოპოლზე, სლავიანსა და ხარკივზე. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

 


close დახურვა