რუსებმა ოდესის ოლქზე მორიგი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ჩრდილოეთ სარდლობა ავრცელებს.
ოკუპანტებმა რაკეტები Х-59 სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავიდან გაუშვეს. ისინი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ტერიტორიასა და საწყობებს მოხვდა. ადგილზე გაჩენილი ხანძარი მაშველებმა დროულად ჩააქრეს.
