საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, სოფელ აძვში მცხოვრები მამაკაცი დააკავა. ინფორმაცია „ფორმულას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მამაკაცის გასათავისუფლებლად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.
„მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - აცხადებენ სუს-ში.