გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბერშუეთის განაპირას საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ერთი პირი დააკავეს. ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებული ქალი ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.
როგორც „ფორმულას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
„უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქის გასათავისუფლებლად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს“, - აცხადებენ სუს-ში.