logo
ENG



ოკუპანტებმა ქალაქ ცხინვალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

08 ივნ 202416:39
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/08/b4udav48u04hfmr.jpg

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, მომხდარის გამო, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული "ცხელი ხაზი" გააქტიურდა.

"ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.... 

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას", - წერია სუს-ის განცხადებაში.

 

 


close დახურვა