ოკუპანტების მიერ გატაცებულია ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ამის შესახებ "ფორმულას" ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. ამ დროისთვის გაფრინდაშვილი ცხინვალის ციხეშია გადაყვანილი. მას სისხლის სამართლის დანაშაული წაუყენეს და საზღვრის განზრახ, უკანონო კვეთას ედავებიან.
ცნობილი ტრავმატოლოგი გაფრინდაშვილი კლინიკა "მედიკლაბის" ექიმია. გავრცელებული ინფორმაციით, იგი შაბათს დააკავეს.