დასავლეთში გაკოტრებული ივანიშვილი ახლა რუსეთთან ღია კავშირით ცდილობს ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ბანკროტი რამენაირად პლუსში გადაიყვანოს და ე.წ. პრორუსი ელექტორატი მიიმხროს - მაგრამ დაგვიანებულია - ძვირი, ძალიან ძვირი დაუჯდება ოკუპანტთან ქორწინება რეჟიმს. დროების ინფორმაციით ვიზების გაუქმება და ფრენების აღდგენა ადრე გაზაფხულზე იყო დაგეგმილი, თუმცა რუსულ კანონზე ასრიალებამ, თბილისურმა მარტმა გეგმები შეცვალა. ახლა დრო აღარ იცდის - საქართველო რუსულ ორბიტაზე უნდა ჩაბეტონდეს. სიუჟეტში შევეცადეთ არ გაგვეკეთებინა აქცენტი რუსეთთან უვიზო მიმოსვლის და პირდაპირი ფრენების ტექნიკურ დეტალებზე. ვეცადეთ გაგვეანალიზებინა ამ ფაქტის გეოპოლიტიკური ფასი. ოკუპანტთან ლოგინში - დროების რეპორტაჟი.
ოკუპანტთან ლოგინში - დროება
14 მაი 202320:12
3 წუთის საკითხავი