logo
ENG



ოკუპირებულ აფხაზეთში 15, ხოლო ცხინვალის რეგიონში 30 კოვიდინფიცირებულია

15 მაი 202009:39
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება.

ბოლო მონაცემებით ოკუპირებულ აფხაზეთში 15, ხოლო ცხინვალის რეგიონში 30 კოვიდინფიცირებულია. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ყველა შესაძლო ხერხს მიმართავს ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად. 

ციხელაშვილის თქმით, სრულ მზადყოფნაშია საოკუპაციო ხაზთან განთავსებული რუხის კლინიკაც.

"სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს მონაცემების გადამოწმების შესაძლებლობა. აშკარაა რომ იზრდება მაჩვენებლები. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ზომა გატარდეს, რათა არ მოხდეს უმართავი გავრცელება ვირუსის. მაქსიმუმს ვაკეთებთ, იმ შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში, რასაც ქმნის ოკუპაცია", - განაცხადა ციხელაშვილმმა.

დღეისთვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანილია 188 პირი, აქედან 80-მდე პირი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში სხვადასხვა დაავადებაზე მკურნალობს. 


close დახურვა