ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი, ვალერი კვარჩია ამბობს, რომ აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას არ აპირებს.
"რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის შესვლის საკითხი არ დგას. აფხაზეთის კონსტიტუცია აბსოლუტურად მკაფიოდ აცხადებს ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მშობლიური და ახლო სახელმწიფოა, მაგრამ რუსეთის ფედერაციაში შესვლის განზრახვები ჩვენ არ გვაქვს", - განაცხადა კვარჩიამ.
30 მარტს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან გაერთიანება "რესპუბლიკის" სტრატეგიული მიზანია. აღნიშნულ საკითხზე ოკუპირებულ რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ.
გარდა ამისა, ბიბილოვი ამბობს, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შემთხვევაში "სამხრეთ ოსეთი" ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონთან უნდა გაერთიანდეს.