ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კორონავირუსი კიდევ 40 ადამიანს დაუდასტურდა.
გუშინ, 4 სექტემბერს, COVID 19-ზე ტესტი 182 ადამიანს ჩაუტარდა და დადებითი სწორედ 40 ადამიანის შედეგი აღმოჩნდა. საოკუპაციო რეჟიმის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, 6 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 10-ის - უკიდურესად მძიმე. ისინი გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობენ.
ჯამში ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა 466 აღწევს, მათგან 154 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მოსახლეობის დაცვის ოპერატიული შტაბი მოქალაქეებს დაიცვან მოუწოდებს, დაიცვან ყველა საჭირო ზომა, რათა თავიდან აიცილონ ინფექცია.