logo
ENG



ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსისა და რუსეთის კავშირის საპარლამენტო დელეგაცია ჩავიდა

02 ნოე 202222:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/02/0cebwu7ijao3o3k.jpg

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის შემდეგ, ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსისა და რუსეთის კავშირის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ჩავიდა - ინფორმაცია ამის შესახებ დე ფაქტო რეჟიმის ადმინისტრაციამ პირველ ნოემბერს გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დელეგაციის წევრები, ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტისა და ტურიზმის კომისიის თავმჯდომარის არტემ ტუროვის ხელმძღვანელობით, საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდნენ, სადაც ბჟანიამ "გამოთქვა რწმენა, რომ ყოველი ასეთი შეხვედრა გააძლიერებს მეგობრობას აფხაზეთის, რუსეთისა და ბელარუსის ხალხებს შორის".

ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტით ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო 28 სექტემბერს იმყოფებოდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ლუკაშენკომ აფხაზეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ მას და პუტინს სურთ, "აფხაზეთთან ძალიან სერიოზული ურთიერთობები" დაამყარონ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტის გამო უწყებაში ელჩი დაიბარა. მათი ცნობით, ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა.


close დახურვა